2019 წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჯამში 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტების უმეტესი ნაწილი თითქმის დასრულებულია-ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მერის მოადგილემ განუცხადა.
მისივე ცნობით, მსხვილი პროექტებს შორის, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა, გაგარინის ქუჩის, ე.წ. ჩიკაგოს სკვერის, მარცხენა სანაპიროს გზების და ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტები შედის.
რუსთავის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, მიმდინარე წელს პროექტები, რომელთა ხელშეკრულების შეწყვეტა მერიას მოუწია რაოდენობით ცოტაა. ერთ-ერთი სპორტის ქუჩის მიმდებარე ეზოების რეაბილიტაციის საკითხია, რომლის გამოც ტენდერი თავიდან გამოცხადა, თუმცა, ამ დროისთვის, სამუშაოები დასრულებულია.