რუსთავის მერმა პატარა რუსთაველები საახალწლო ღონისძიებაზე დაპატიჟა. ქალაქის პირველი საჯარო სკოლებში მივიდა და ბავშვები საახალწლო ღონისძიებებზე პირადად დაპატიჟა.
ღონისძიებები ბავშვებისთვის 29, 30 და 31 დეკემბერს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება. პატარებისთვის სპეციალურად საახალწლო სოფელი მოეწყობა.
ბავშვებს რუსთავის თეატრში საახალწლო სპექტაკლი „თბილი სახლი“ ელოდებათ.
წარმოდგენა 2–დან 7 იანვრის ჩათვლით ,12:00 და 15:00 საათზე გაიმართება.