2020 წლის მეორე ნახევრიდან კალენდარული აცრების ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება იგეგმება. ცვლილება 2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შედის და ის 18 თვის და ხუთი წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმიურ აცრებს ეხება.
უწყების ინფორმაციით, ცვლილებით, ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.
დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცდა.