2018 წელს ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, ქვეყნის მასშტაბით 237 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ამ მიზეზით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სასწრაფო დახმარების 800-მდე გამოძახება დაფიქსირდა. კვებითი და ალკოჰოლური მოწამვლის მიზეზით მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
ახალი წლის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, საკითხი კვლავ აქტუალურია. ინტოქსიკაციის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად tv4-მა სპეციალისტების რეკომენდაციები მოისმინა.
სპეციალისტების განმარტებით,წელიწადის ამ დროს , კვებითი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა რუსთავშიც ფიქსირდება. შესაბამისად, მათივე რეკომენდაციით,პრევენციის მიზნით,რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.
გასტროენტეროლოგი ირმა იმნაძე მოსახლეობას ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, სხვადასხვა საკვების ერთდროულად მიღებას თავი მოარიდონ. არ არის რეკომენდირებული დიდი ოდენობით ნიგვზიანი საკვების და სხვადასხვა სასმლის ერთ ჯერზე მიღება.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მალფუჭებად პროდუქტს უნდა მივაქციოთ.









