კიევის ცენტრში მანქანა Range Rover ჩაცხრილეს, რა დროსაც მანქანაში მყოფი სამი წლის ბავშვი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდამსხმელების სამიზნე კიევის რაიონული საბჭოს დეპუტატი და ბიზნესმენი ვიაჩესლავ სობოლევი იყო, თუმცა ტყვია მის შვილს მოხვდა. მიყენებული ჭრილობის გამო ,ბავშვი სასწრაფოს მანქანაში დაიღუპა.
უკრაინის დედაქალაქში სამართალდამცველები თავდამსხმელებს ეძებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სობოლევის ნაქირავები Range Rover, ეკუთვნის ფირმას, რომელიც დონბასში ტერორიზმის დაფინანსების სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.