“ვისაც სჯერა, რომ ახალ წელს ჯადოსნური ამბები ხდება ან ვისაც უნდა, რომ 2020 წელი მისთვის თავგადასავლებით დაიწყოს”-სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს კონკურსის შესახებ,რომელშიც მთავარი პრიზი პარიზის საგზურია .
“ვისაც მოსწონს ბრჭყვიალა, ფერადი და ელფური სახლები,მაშინ ყურადღებით და მოგვყევით.
შენ გაქვს შანსი იმოგზაურო არც მეტი და არც ნაკლები პ ა რ ი ზ შ ი.და რა არის ამისთვის საჭირო???
მხოლოდ ის, რომ იყო რუსთაველი, 22 დეკემბრამდე საახალწლოდ მორთო შენი სახლის აივანი და ფოტო გამოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებაში.
22 დეკემბერს ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება ჩვენს გვერდზე და 2 კაციან საგზურს მოიგებს ის, ვის ფოტოსაც 31 დეკემბრის 23:00 საათამდე ყველაზე მეტი მოწონება ექნება”- წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონაწილეობის მსურველებმა ცენტრის ოფიციალურ გვერდს უნდა მიმართონ.