კოსტავას სარეაბილიტაცო სამუშაოებზე ორი მუშა დაშავდა

კოსტავას გამზირზე,სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორი მუშა დაშავდა. tv4-ის ინფორმაციით, სამუშაოებზე დასაქმებულები ხარაჩოდან გადმოვარდნენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთი 24 წლისაა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში tv4-ს განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფოს ეკიპაჟებმა მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

როგორც ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთ-ერთ მამაკაცს პოლიტრავმა აღენიშნება. მეორე დაშავებულს პირველადი ინფორმაციით, გულმკერდისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს მიღებული .

როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, ორივე მუშა იმ კონტრაქტორი კომპანიის წამომადგენელია, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.