კოსტავას ქუჩაზე მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტის მომხმარებელი თანამშრომელს თავს დაესხა. თავდასხმას წინ დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა კონსულტანტს თავის არეში დაზიანება მიაყენა. 

კონსულტანტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა  საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.  

შსს-მ გამოძიება 118-ე  მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.