კრიმინალურ ავტორიტეტს „კახა რუსთავსკის“ საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, კახა შუშანაშვილს,იგივე „კახა რუსთავსკის“ საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ შუშანაშვილი შეკვეთილ მკვლელობაში  დამნაშავედ სცნო, რომლის დროსაც კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ვლადიმერ ჯანაშვილი დაიღუპა.

კახა შუშანაშვილს კრიმინალურ საქმიანობაში ესპანეთშიც ადანაშაულებენ . 2016 წელს, მას ესპანეთის სასამართლომ 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შუშანაშვილი ამჯერად მარსელის ციხეში იმყოფება. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამე პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მედია კახა შუშანაშვილის ძმაზე, ლაშა შუშანაშვილზეც წერს. მათი ცნობით, ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ევროპაში „ქართული მაფიის“ ლიდერად ითვლება, საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს.