მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული.