“განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილება უკვე ძალაში შევიდა.
ცვლილების თანახმად, კანონის მუხლს დაემატა პუნქტი, რომელიც გულისხმობს რომ:
“2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად უნდა ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.“
ცვლილების თანახმად, ზემოაღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდება 2019 წლის 2 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.