თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ვიტრინა გატეხეს და რამდენიმე ტელეფონი გაიტაცეს. ზარალი სავარაუდოდ 15 ათასი ლარია.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები ამ დროისთვის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მაღაზია „აიპლიუსი“ წარსულში რამდენჯერმე დააყაჩაღეს და გაქურდეს