მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.

ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიება სსკ-ის 115-ე ,თვითმკვლელობამდე მიყვანის და 126-ე – ძალადობის მუხლებით დაიწყო.