ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.
ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გამოძიება სსკ-ის 115-ე ,თვითმკვლელობამდე მიყვანის და 126-ე – ძალადობის მუხლებით დაიწყო.