მთავარ მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის მთავარ მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს “რუსთავსერვიცენტრი” ასრულებს.

როგორც “რუსთავსერვისცენტრში” tv4-ს განუცხადეს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 2020 წელს  განსხვავებული დიზაინის იქნება.  სამუშოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.

გიორგი გოროზიას ინფორმაციით, ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი არ დასრულებულა და სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.