მიმდინარე წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 573 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა, აქედან მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 300 ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯამში, უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე ამოიღეს.