საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა “მომავალ ლიდერთა სკოლისთვის” მონაწილეების შერჩევა დაიწყო. სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისების მიზნით, მომავალი ლიდერების სკოლა აქტივისტებს, ახლგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიიღებს.
პროექტში საქართველოს 4 რეგიონი ჩაერთვება ,ტრენინგები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში ჩატარდება.
მონაწილეების ასაკობრივი კატეგორია 18-35 წლამდე იქნება განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტებისთვის განცხადების მიღების საბოლოო ვადა 15 დეკემბერი იქნება. დამატებითი ინფორმაციის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
ვრცლად იხილეთ ვიდეო.