რუსთავის მერიაში საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ დისკუსია იმართება. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მომხსენებლები შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობენ.
შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წევრები იმყოფებიან.
შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში იმართება.
პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების დ დასაქმების ცენტრთან და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.