2019 წელი მსოფლიოსთვის აქციებით, შეტაკებებით, მძიმე პოლიტიკური მოვლენებით და სტიქიური უბედურებებით დატვირთული იყო.
მასშტაბური აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა. აქციები იყო ბრიტანეთში. ქუჩაში, როგორც ევროკავშირის დატოვების, ისე ბლოკში დარჩენის მომხრეები გამოვიდნენ. მასშტაბური გამოსვლები იყო 2019 წელს ვენესუელაში, ჩილეში, ესპანეთში, ბოლივიაში, ჰონგ-კონგში, ირანში, ერაყში, ლიბანსა და ინდოეთში.
აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხშირად პოლიციასთან შეტაკებებით მთავრდებოდა. ათობით დემონსტრანტი დაიღუპა. გაფიცვის და აქციების შედეგად, 2019 წელს პარიზი პარალიზებული იყო. რამდენჯერმე მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები.
2019 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა თურქეთ-სირიის საზღვარი. ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა თავისი სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შეიყვანა.
ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა წელს რეკორდი მოხსნა. განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი იყო ხანძარი ამაზონის ტყეში. ამ დროისთვისაც, საგანგებო მდგომარეობაა ავსტრალიაში. კლიმატის ცვლილებების გაპროტესტების გამო, წლის აღმოჩენა გახდა 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თანბერგი.
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში განსხვავებული რაკურსით მოხვდა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამ მიზეზით ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში წელს პირველად შობის საზეიმო ლიტურგია არ შესრულდა.
2019 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის, რომელსაც ახალი წევრი შეემატა.