მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა

მსუბუქი ავტომობილი გარე  განათების ბოძს შეეჯახა-შემთხვევა ბათუმის ახალ ბულვარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით  მოძრავი ავტომობილი  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ერთი ბოძი მოგლიჯა  და მეორეს დაეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლები  ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ. მათ შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

ფოტო:1tv.ge