მცხეთის მერიასთან “გაბედეს” 4 წარმომადგენელი და “ოცნების” 2 აქტივისტი დააკავეს

მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილია.შსს-ს ცნობით დაკავებულები არიან “ქართული ოცნების” აქტივისტებიც.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია,რომ “გაბედეს” აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ.  მათი განცხადებით, ხუნდაძესთან კითხვები ჰქონდათ, იმის თაობაზე თუ რატომ არ შეცვალა “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემა.

აქტივისტების გამოჩენამ მერიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. აქტივისტების თქმით, მათ ანგარებისა და ღალატის სიმბოლოდ, მერიასთან 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს.

მოგვიანებით გავრცელა ინფორმაცია, რომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სულ დაკავებულია 6 პირი. დაკავებულთა შორის მოძრაობა „გაბედეს“ 4 წარმომადგენელი, 2 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.