ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.

საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა აკაკი ზოიძეს . პარლამენტის თავმჯდომარემ ზოიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აკაკი ზოიძე არაერთი რეფორმატორული საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საკითხების განხილვაში.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ უმრავლესობისა და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.