ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ტყეში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას ესაზღვრება ხანძარია.
წალენჯიხის მერის ინფორმაციით, ხანძრის კერები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არის. მისივე თქმით, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადიან.
აფხაზურ მხარეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია.