წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფახულანში, ქალაღალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივის ქვედა საფარზე გაჩენილ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 7 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან მუშაობს.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
ვიცეგუბერნატორის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.









