ოკუპირებულ გალის რაიონ სოფელ ლეკუხონეში ხანძარია

გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.   ტყეში მეხანძრე მაშველები ვერ შედიან, რადგან ტერიტორია ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი წალენჯიხის რაიონ სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

მაღალმთიანი სოფელი მუჟავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შედის და ის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება.