ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.
ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს ბანერი წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“ დახვდათ.
ამასთან,ბაზარში სადაც ალეკო ელისაშვილს მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე უნდა ესაუბრა, სახელობითი პლაკატები დახვდა წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.
კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.