საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან იქნება შესაძლებელი.
„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.