სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავში ქარხნების საწარმოო პროცესი და ჰაერის დაბინძურება მორიგი პერფორმანსით გააპროტესტეს. აქტივისტებმა რუსთავის მერიის შენობის წინ არსებულ სკულპტურებს პირბადეები დაამაგრეს.
შეგახსენებთ, 22 დეკემბერს რუსთავში ,სხვა ქალაქებთან შედარებით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.