ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით,ბილიკის პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს
,საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.
ბილიკი წრიული ფორმისაა და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება
წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში ბილიკის სტუმრობას 60 000 – 100 000 ადამიანი შეძლებს.