პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა – შემთხვევა თბილისში მოხდა.
როგორც დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს სახის მარჯვენა მხარე აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის.
ექიმების ცნობით, საახალწლო პეტარდის შედეგად მოზარდს სახის მარჯვენა ნახევარი და ორი ქუთუთო დაუზიანდა.
დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული წელს პიროტექნიკით დაზიანების პირველი შემთხვევაა.