პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა დასჯადია

პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა დასჯადია . ახალი წლის პერიოდის მოახლოებასთან ერთად ,პიროტექნიკაზე მოთხოვნა იზრდება. გასულ წლებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად,არაერთი არასრულწლოვანი დაშავდა, მათ შორის რუსთავში.

პიროტექნიკის მიყიდვა  არასრულწლოვანისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმებას  გამოიწვევს , იურიდიული პირის შემთხვევაში  კი სანქცია 200 ლარით არის განსაზღვრული.  განმეორებითი ქმედების დროს  თანხა ორმაგდება.

ამასთან, ზამთრის სეზონზე  პიროტექნიკით დაშავების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.