შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ც. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: “კს 74”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, “გოლდ სტარის” მოდელის პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 181 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.