პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა-12 ობიექტის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის საქმეზე,12 ობიექტის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს- როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები “სისხლის სამართლის კოდექსის” 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.სამართალდამცავები ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზე არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, 12 ობიექტის თანამშრომლები გამოკითხვაზე პოლიციაში არიან გადაყვანილი.