როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება?!

რუსთავში რამდენიმე მისამართზე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” tv4-ს განუცხადეს, ქვესადგურის ავარიული დაზიანების შედეგად ელექტროენერგია  გაითიშა.

ადგილზე “ენერგო პრო ჯორჯიას” ავარიული ბრიგადა მუშაობს. კომპანიაში ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებენ და აცხადებენ,რომ  ელექტროენერგია სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს,სუმგათელ მეტალურგების,ბათუმის  ,მეგობრობის,თბილისის,ლერმონტოვის  და  რუსთაველის მიმდებარე ქუჩებს.