რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 22 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა.
სირიის სამოქალაქო თავდაცვის ინფორმაციით, რომელიც „თეთრი ჩაფხუტების“ სახელითაცაა ცნობილი, სამშაბათს რუსეთმა და სამთავრობო ძალებმა ათობით ქალაქსა და სოფელზე საჰაერო რეიდი განახორციელეს, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
„თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლის განცხადებით, „დაბომბვის სამიზნე სამოქალაქო პირები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქები და სოფლები დაეტოვებინათ“.
სირიის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, რუსეთის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით ცდილობს კონტროლი მოიპოვოს სტრატეგიულ ავტომაგისრტალზე, რომელიც მის მიერ კონტროლირებად ქალაქებს აკავშირებს და რომელიც აჯანყებულების მიერ კონტროლდება. სწორედ ამ მიზნით, რუსეთისა და სირიის მთავრობის ძალები მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.
2011 წლიდან მოყოლებული, სირიის ომს ასობით ათასი ადამიანი შეეწირა. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.