მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აუკრძალა.
ასევე, WADA-მ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა.
შესაბამისად, რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ.