რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარეს, ქალაქ სრეტენსკთან ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავარდა და მდინარე კუენგაში ჩავარდა. როგორც რუსული მედია “TACC-ი” იტყობინება, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი საბურავის დაზიანება გახდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 44 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია. თუმცა დაზუსტებით ცნობილი არ არის, სულ რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსში, როგორც ადგილობრივი მხარის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა ტრანსპორტში შემთხვევის დროს 41 ადამიანი იმყოფებოდა” ,- იტყობინება “TACC-ი”.
უბედური შემთხვევა ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, როდესაც ქალაქ სრეტენსკიდან ქალაქ ციტასკენ მოძრავმა ავტობუსის მძღოლმა მართვა ვეღარ შეძლო და მდინარეში გადავარდა.