რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა

რუსეთში, ლიპეტსკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 2 მგზავრი დაიღუპა. გარდაცვლილები 58 და 50 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

არებული ინფორმაციით, მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი ამოტრიალდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ავტობუსში 19 ადამიანი – 2 მძღოლი და 17 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოში იმ მგზავრების გადმოიყვანენ, რომლებიც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ და მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

ლიპეცკის ოლქის მთავრობის მონაცემებით, ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის და საქართველოშია დარეგისტრირებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.