რუსთაველები ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ

დავით გარეჯის ქუჩაზე, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქალაქში მეორეული ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებენ. საპროტესტო მანიფესტაციის ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივიზმის ჯგუფი „გავიგუდეა“

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბრის რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ ქალაქში ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა. სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

5 დეკემბერს კი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფ “გავიგუდე” ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ რუსთავის მერიის წინ წარწერა “შეაჩერე უკანონო მშენებლობა “გავიგუდეთ, ხო გაიგეთ?!” განათავსეს და ქალაქში მეორეული ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გააპროტესტა.