რუსთაველის გამზირზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას რუსთაველის გამზირე, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით,დაპირისპირება ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა,რის შემდეგ ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. ახალგაზრდების ასაკი 20-დან 25 წლამდეა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.