რუსთაველი მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრნენ

10 დეკემბერი ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა-ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ.

პროექტის “ეკო კლუბის” ფარგლებში, მოსწავლეები მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრნენ და ძაღლებს საკვები მიუტანეს.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ახალგაზრდებმა ცხოველების დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.

აქტივობის მხარდამჭერია რუსთავის სახელოვნებო ,სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი.

ცხოველთა უფლებების დაცვის დღეს მსოფლიოში 1998 წლიდან აღინიშნება, საქართველო ტრადიციას რამდენიმე წელია შეუერთდა.