რუსთაველი ტანმოვარჯიშეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე-ბათუმში გამართული ორლოვას სახელობის მეშვიდე ტურნირიდან, რუსთაველი სპორტსმენები ქალაქში საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.
საერთაშორისო ტურნირში, მონაწილეობას საქართველოს,სომხეთის და აზერბაიჯანის 250 ტანმოვარჯიშე იღებდა. რუსთავიდან შეჯიბრში 12 სპორტსმენი ასპარეზობდა ,რომელბმაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 12 საპრიზო ადგილი, 6 ბრინჯაო, 4 ვერცხლი და 2 ოქროს მედალი მოიპოვეს .
საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებით 8 წლის ბარბარე ინასარიძე და 10 წლის ელენე ტიკიშვილი გამოირჩეოდნენ, რომლებიც ქალაქში აბსოლუტური ჩემეპიონის წოდებით , მედლებით და თასებით დაბრუნდნენ.
საერთო ჯამში მიმდინარე წელი, რუსთაველი ტანმოვარჯიშეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სპორტსმენებმა ქალაქს სხვადასხვა მოწინავე პოზიციების დაკავებით, წარმატება მოუტანეს.
დეკემბრის ბოლოს საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოს მასშტაბით თბილისში გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც რუსთაველი ტანმოვარჯიშეებიც მიიღებენ.
აკრობატები სამუშაო ტემპის დაგდებას არ აპირებენ. სპორტსმენები ახალი წლიდან სრული დატვირთვით მუშაობას და ტურნირებში მონაწილეობას გეგმავენ.