რუსთავის “ველომოყვარულთა კლუბმა” სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო აქცია-რუსთავის “ველომოყვარულთა კლუბმა” სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ველომოყვარულებმა ოჯახებს ველოსიპედები და საოჯახო პროდუქტები მიუტანეს.

ამასთან,კლუბის წევრების განცხადებით, ველოსიპედების ჩუქებით ჯანსაღის ცხოვრების პოპულარიზაციას კიდევ ერთხელ უწყობენ ხელს.

საკრებულოს დეპუტატის,ამირან ჯანჯღავას განმარტებით,რომელიც ასევე “ველომოყვარულთა კლუბის” წევრია  ,ქალაქში ველოინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქველმოქმედო აქცია სისტემატური ხასიათსიაა და მას ველომოყვარულები ყოველ წელს მართავენ.