რუსთავის პარკში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც სახელოვნებო ,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში tv4-ს განუცხადეს,  სამუშაოების დასრულება  2 დღეში იგეგმება .

შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალური პარკი 29, 30 და 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის რეკრეაციულ სივრცეში, საახალწლო სოფელი მოეწყობა.

სხვადასხვა ღონისძიება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი. ბავშვებისთვის რუსთავის პარკში სანტას სოფელი განთავსდება. ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა და საკონცერტო სივრცე მოეწყობა.