რუსთავში საახალწლო ღონისძიებები დღეს იწყება. წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება,რომელიც საზეიმოდ ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა და მოქალაქეებმა უკვე გაანათეს.
ღონისძიებები დღეს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში, 29 , 30 და 31 დეკემბერს გაიმართება. კერძოდ, რუსთავის პარკში, საახალწლო სოფელში, სხვადასხვა ღონისძიებები, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი, ბავშვებისთვის რუსთავის პარკში სანტას სოფელი იფუნქციონირებს, მოეწყობა საკონცერტო სივრცცე.
ღონისძიებების ფარგლებში საბავშვო შოუ პროგრამა იქნება წარმოდგენილი,რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ანიმატორების წარმოდგენა , საბავშვო კონცერტი რუსთავში მოქმედი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ბავშვებისთვის საცირკო წარმოდგენაც გაიმართება. პატარა რუსთაველებისთვის ჯამბაზები, ილუზიონისტი, ჟონგლიორი, აკრობატი და ძაღლების შოუა დაგეგმილი. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სანტა საახალწლო სოფლის სტუმარ ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს .
პ რ ო გ რ ა მ ა:
29 დ ე კ ე მ ბ ე რ ი
- 17:00საათიდან – 20:00საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
20:00სთ – ფოლკლორული კონცერტი (თუთარჩელა, მე რუსთველი, ფიროსმანი)
30 დ ე კ ე მ ბ ე რ ი
- 17:00საათიდან – 20:00საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
20:00სთ -კონცერტი- ბენდი “ჟირაფი”
- 31 დ ე კ ე მ ბ ე რ ი
18:00საათიდან – 21:30საათამდე
საბავშვო შოუ პროგრამა
ანიმატორები
კონცერტი
საცირკო წარმოდგენა
სანტას საჩუქარი ბავშვებს
21:30სთ – დასკვნითი კონცერტი- ბენდი “გუფი ლენდი”
ამასთან,რუსთაველებს, სხვადასხვა საკონცერტო წარმოდგენები ადგილობრივი ბენდებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით ელოდებათ.
ასევე, 2 იდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო სპექტაკლი სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის უფასოდ გაიმართება.