რუსთავის „რუსთავი“  საქართველოს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვის

რუსთავის „რუსთავი“  საქართველოს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვის. საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებში  “რუსთავმა” 38 ქულა დააგროვა და ამ შედეგით მე-8 ადგილზე გავიდა.

ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მან პლეი ოფის თამაშებში გამარჯვება თელავის საფეხბურთო  გუნდთან უნდა მოიპოვოს. პირველი მატჩი გუშინ ჩატარდა და თელავმა ანგარიშით 1:0 მოიგო. გადამწყვეტი შეხვედრა 11 დეკემბერს რუსთავის ტექნიკური ცენტრის ბაზაზე გაიმართება. ეროვნულ ლიგა 1-ში დასარჩენად რუსთავმა თელავი მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს. თუ რუსთავის “რუსთავი” გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ის ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდება.