რუსთავის “რუსთავი” ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა

  ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა .”რუსთავი” საკუთარ მოედანზე “თელავს” მასპინძლობდა, ამ გუნდების პირველი შეხვედრა თელაველებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგეს. რუსთაველებმა გოლი შეხვედრის პირველივე წუთზე გაიტანეს, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.შესაბამისად “რუსთავი”   ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა  და ახალი სეზონიდან  ასპარეზობას ლიგა 2-ში გააგრძელებს.

მეორე შეხვედრაში “სამტრედიამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ბოლნისში უგოლო ფრით დასრულდა. საპასუხო მატჩი კი სამტრედიელების სრული უპირატესობით წარიმართა, მათ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს “სიონი” და ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ.

. “რუსთავი” საკუთარ მოედანზე “თელავს” მასპინძლობდა, ამ გუნდების პირველი შეხვედრა თელაველებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგეს. რუსთაველებმა შეხვედრის პირველივე წუთზე გაიტანეს, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს, საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ, დაემშვიდობნენ ეროვნულ ლიგას და ახალი სეზონიდან ლიგა 2-ში გააგრძელებენ ასპარეზობას.