რუსთავის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა . როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით გავრცელებული არ არის. ამ წუთებში ცეცხლის ლოკალიზებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
ცეცხლი დაახლოებით, 200 კვმ -ზეა გავრცელებული.
შეგახსენებთ,რუსთავის სასაფლაოზე ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა.