რუსთავში ადგილობრივ ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნა იგეგმება

პროექტის  “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში რუსთავში ჩელიაძის  მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმყოფება. რუსთავის მერის თანაშემწის, რეზო ბარბაქაძის ინფორმაციით, პოლონელ კოლეგასთან ერთად  მუშაობა მიმდინარეობს რუსთავში ადგილობრივ ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის კონცეფციაზე, რომელიც ქალაქის განვითარების საკითხებში ჩაერთვება. კერძოდ ,აღნიშნული საბჭო სამომავლოდ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ პროექტებში რეკომენდაციების კუთხით იქნება ჩართული , საბჭო მონაწილეობას მიიღებს  ასევე მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში. აღსანიშნავია,რომ ამ კონცეფციის  საბჭო საქართველოში არ არსებობს.