რუსთავში ადვოკატ მამუკა შაქარაშვილს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი სამართალდაცველებმა გუშინ გვიან ღამით სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით , ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნული მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას ითვალისწინებს. სამინისტროს ცნობით მამუკა შაქარაშვილი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, რუსთავში ადვოკატ მამუკა შაქარაშვილს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს მამუკა შაქარაშვილი კლინიკა “რუსთავში” არის გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება.

“შემთხვევა დღეს მოხდა. კრიმინალურმა პოლიციამ დაადეს ხელბორკილები და თავში ურტყეს. საქმის კურსში ჩავაყენეთ გენერალური ინსპექცია”,-აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.